რეზონანსი
19.02.2024

ბიზნესში მამუკა ხაზარაძე უკვე საეჭვო რეპუტაციის პირია, კომპანია „სქოუფის" საქმიანი განაჩენის შემდეგ, საეჭვოა მან ფასიანი ქაღალდები კარგ ან იგივე ფასში გაყიდოს, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი, საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „სქოუფის“ მიერ მამუკა ხაზარაძის კომპანიისთვის, „ლისი ლეიქ დეველოპმენტისთვის“ რეიტინგის ორი პოზიციით შემცირების თაობაზე. მეგრელიშვილის თქმით, მამუკა ხაზარაძის წაბილწული სახელისა და იმიჯის პირობებში ინვესტორი ნამდვილად დაფიქრდება თაღლითთან საქმე დაიჭიროს თუ არა.

„საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „სქოუფმა“, რომელსაც მამუკა ხაზარაძის კომპანიისთვის „ლისი ლეიქ დეველოპმენტისთვის“ B+ რეიტინგი ჰქონდა მინიჭებული ორი პოზიციით შეუმცირა რეიტინგი. მიზეზად კომპანიის სუსტი მენეჯმენტი და წარსულის მწარე გამოცდილება - ინვესტორებთან გაურკვევლობა დასახელდა.

ასეა, ბიზნესიცა და პოლიტიკაც, არა თაღლითობით არამედ ღირსებით უნდა აკეთო. ბიზნესში მამუკა ხაზარაძე უკვე საეჭვო რეპუტაციის პირია, კომპანია „სქოუფის" საქმიანი განაჩენის შემდეგ საეჭვოა მან ფასიანი ქაღალდები კარგ ან იგივე ფასში გაყიდოს. მისი წაბილწული სახელისა და იმიჯის პირობებში ინვესტორი ნამდვილად დაფიქრდება თაღლითთან საქმე დაიჭიროს თუ არ დაიჭიროს“, - წერს თამთა მეგრელიშვილი Facebook-ზე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×