რეზონანსი
19.02.2024

სალომე ზურაბიშვილს კონფერენციაზე კითხვები დაუსვეს სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით. ოპოზიციაში გადაბრძანებული პრეზიდენტისგან „არა და არასდროს“ არ ჟღერს იმ სიმკვეთრით, როგორც თავის დროზე იყო ნათქვამი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, „სალომე ზურაბიშვილმა საკუთარი საქციელით ბუტაფორიად და ფორმალობად აქცია პრეზიდენტის ინსტიტუტი“.

„იმდენი იარა, რომ საბოლოოდ საკუთარი სახის წარმოჩინება მოუწია. კითხვები დაუსვეს სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით და ამ ყველაფრის ფონზე, ოპოზიციაში გადაბრძანებული პრეზიდენტისგან „არა და არასდროს“ არ ჟღერს იმ სიმკვეთრით, როგორც თავის დროზე იყო ნათქვამი“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

რაც შეეხება კოალიციურ მთავრობასთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, მათიკაშვილის შეფასებით, „ქართულ ოცნებას“ არანაირი კოალიცია არ სჭირდება.

„ეს კიდევ ერთი მცდელობაა, რომ სალომე ზურაბიშვილის მხრიდან „გაპრავდეს“ კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო სურვილები, რადგან „ქართული ოცნება“ კოალიციას ვერ და არ გააკეთებს „ნაციონალურ მოძრაობასთან“, ეს ყველაფერი გამორიცხულია. „ქართულ ოცნებას“ 60%-იანი და უფრო მეტი რეიტინგი აქვს, შესაბამისად, არანაირი კოალიცია „ქართულ ოცნებას“ არ სჭირდება. რაც შეეხება თვითონ ამ წიაღსვლის შინაარსს, აბსოლუტურად ჯდება კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მესიჯბოქსში, რაც სალომე ზურაბიშვილის მხრიდან გასაკვირი ნამდვილად არ არის“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×