რეზონანსი
19.02.2024

„ნაცები“ ცდილობენ, გამოსწორდნენ და კდემამოსილები იყვნენ, მაგრამ რამდენ ხანს გაგრძელდება, არ ვიცი, მგონი, „ქოცები“ ამ ჰაეროვან ტაქტიკას არ აირჩევენ, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩიას დეპოლარიზაციის საკითხზე დაუსვეს კითხვა.

„წინასაარჩევნოდ რომ კონკურენტები ერთამენთს აკრიტიკებდნენ, ეს პრობლემა არაა, მაგრამ თუ დანაშაულების მხილებაა, ჩემი აზრით, ეს არაფერ შუაშია პოლარიზაციასთან. ჩემი აზრით, „ქოცებს“ და „ნაცებს“ თამაშის სხვა სტილი არ აქვთ, გარდა ჩხუბისა და დაპირისპირებისა. „ნაცები“ ახლა ცდილობენ, გამოსწორდნენ და კდემამოსილები იყვნენ, მაგრამ რამდენხანს გაგრძელდება ეს, არ ვიცი. „ქოცებს“ კი სხვა თამაში არ აქვთ, ნაცებივით საყვარლები რომ გახდნენ, კიდევ უფრო სასაცილო იქნება ქართული პოლიტიკური სპექტრი. ამიტომ, მგონი, „ქოცები“ ამ ჰაეროვან ტაქტიკას არ აირჩევენ და არჩევნების ბოლომდე ჩხუბის, კბენა-ღრენის ტაქტიკაში დარჩებიან. ამის ცვლილებას არ ველოდები, თორემ დეპოლარიზაციის ბევრი გეგმა შეიძლება არსებობდეს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

იაგო ხვიჩიას კიდევ ერთი კითხვით მიმართეს, რომელიც კოალიციურ მთავრობასთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხება.

„კოალიციური მთავრობა კარგი იქნებაო, ეს არის ისეთი ტიპის სადღეგრძელო, როგორიცაა, გაუმარჯოს საქართველოს ან ყველანი ვიყოთ კარგად, რასაც, სამწუხაროდ, არანაირი შედეგი არ ექნება. ზოგადად, კოალიციური მთავრობა არათუ ახლა არის კარგი, 90-იან წლებში კოალიციური მთავრობით რომ დაგვეწყო, იდეალური იქნებოდა, მაგრამ 30 წელია, ამას ვერ ვხვდებით. ვირჩევთ ერთპიროვნულ მმართველს, ბელადს, გნებავთ ცეკას მდივანს და არცერთ მათგანს კოალიციური მმართველობა არ უნდა“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×