რეზონანსი
20.02.2024

სასამართლოს მიერ თაღლითობაში მხილებული ხაზარაძე საკუთარ ქვეყანას და საზოგადოებას რეპრესიებით ემუქრება. გადასახლებით ემუქრება ვის? ბიძინა ივანიშვილს. მივმართავ ხაზარაძე-ჯაფარიძეს და მათ კლასტერს. რა გაგიკეთებიათ უანგაროდ საკუთარი ქვეყნისთვის? თქვენი თავებისთვის რომ აკეთებთ დღენიადაგ ეს ხალხმა ძალიან კარგად იცის, მაგრამ ქვეყნისთვის რა გაქვთ გაკეთებული?, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე დავით მათიკაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, პარტია „ლელოს“ დაბალი რეიტინგი აქვს საზოგადოებაში და ეს არჩევნების შედეგებშიც აისახება.

„თქვენ ბიძინა ივანიშვილს ვერ პატიობთ ყველაზე დიდ ქველმოქმედებას. ეს არის 2011-2012 წლების ამბები, როდესაც მან საკუთარი თავი, საკუთარი სიცოცხლე, საკუთარი ოჯახის ბედ-იღბალი სასწორზე შეაგდო და უთანასწორო ბრძოლაში ბეჭებზე დადო „ნაციონალური მოძრაობა“, ეს ტირანიით შეპყრობილი რეჟიმი. თქვენ სად იყავით ამ დროს? იქნებ ამ რეჟიმთან შეზრდილები, შეხმატკბილებულები, ძალიან კომფორტულად გრძნობდით თავს და იმ რეჟიმის დავალებებსაც ძალიან კომფორტულად ასრულებდით. თქვენგან პატრიოტები და სახელმწიფო მოღვაწეები არ გამოვლენ და რა ნულოვანი ნდობა და რეიტინგიც გაგაჩნიათ საზოგადოებაში, ზუსტად ასეთ ნულოვან რეიტინგს და პროცენტებს მიიღებთ არჩევნებზე“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×