რეზონანსი
20.02.2024

ბათუმში, კობალაძისა და ინასარიძის ქუჩების კვეთაზე, მსუბუქი ავტომობილი კურიერს დაეჯახა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა "ბათუმელები" ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, დაშავებული 21 წლის ბიჭი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, მას სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები არ აღმოაჩნდა - "ამოვარდნილი აქვს მარჯვენა ხელი და ფეხზე მცირე ჭრილობა აქვს".

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×