რეზონანსი
22.02.2024

დღეს ცოტა გამიკვირდა, ვერ მოვისმინე სიტყვები - ოლიგარქია, კლანი, სად გაქრა ეს ყველაფერი? მე დავფიქრდი და მივხვდი, არჩევნები ოხერია, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც ოპოზიციის წარმომადგენლებს მიმართა.

პაპუაშვილის თქმით, საინტერესოა, ოპოზიციას წინასაარჩევნო კამპანიაში რა ექნება სათქმელი.

„მიხვდით ხომ, ხალხს რა აინტერესებს. თემები, რომლებსაც ატრიალებდით სამი წელი, არ იყო ის საკითხები, რომლებიც ხალხს აინტერესებს. კარგია, კარგია, რომ მიხვდით. საინტერესო იქნება, წინასაარჩევნო კამპანიაში რა გექნებათ სათქმელი", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×