
ლუდმილა ნავალნაიამ, გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერი ლიდერის, ალექსეი ნავალნის დედამ, განაცხადა, რომ მას შვილის ცხედარი აჩვენეს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
მისი თქმით, გამომძიებლები ამტკიცებენ, რომ მათთვის ცნობილია გარდაცვალების მიზეზი და აქვთ ყველა სამედიცინო და იურიდიული დოკუმენტი.
მან ასევე აღნიშნა, რომ გამომძიებლები მას ემუქრებოდნენ, რომ დათანხმდებოდა მისი შვილის საიდუმლო დაკრძალვას.
"მაშანტაჟებენ, პირობებს მიყენებენ, სად, როდის და როგორ უნდა დავკრძალოთ ალექსეი", - განაცხადა მან.
რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გარდაიცვალა. ის 47 წლის იყო. რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის ცნობით, 16 თებერვალს, ნავალნი სეირნობის შემდეგ ცუდად გახდა, რის შემდეგაც მან გონება დაკარგა. უწყების განმარტებით, მედიკოსებმა მას ყველა საჭირო პროცედურა ჩაუტარეს, თუმცა უშედეგოდ.