რეზონანსი
23.02.2024

კახეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა. ბარჯისხევში ტრაილერი სამგზავრო მიკროავტობუსს შეეჯახა.

თვითმხილველების ინფორმაციით, სატვირთო მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, მოცურდა და ჯერ "ფორდის" მარკის მიკროავტობუსს შეეჯახა, შემდეგ კი გადატრიალდა. მგზავრებმა სხეულის მრავლობითი დაზიანებები მიიღეს. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა კახეთის ორ კლინიკაში გადაიყვანეს.

ექიმების განმარტებით, რამდენიმე პაციენტის ჯანმრთელობის დგომარეობა საყურადღებოა და ამ დროისათვის აუცილებელი გამოკვლევა მიმდინარეობს.  ერთ-ერთი მგზავრი კი, რომელიც  სხვებთან შედარებით მძიმე მდგომარეობაში იმყოფება,  თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაჰყავთ.

მგზავრები სოფელ ფშავლიდან თბილისის მიმართულებით მიდიოდნენ. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×