რეზონანსი
23.02.2024

იმის იმედი არ მაქვს, რომ განსხვავებულ გადაწყვეტილებას მიიღებთ. რაც არის მაქსიმუმი, იმას „დააჩაქუჩებთ", თქვენ მეუბნებით, რომ პატივი გცეთ? - ამ სიტყვებით მიმართა გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულმა არჩილ გაგნიძემ მოსამართლე ვაჟა ფუხაშვილს.

ბრალდებულებმა - არჩილ გაგნიძემ, ვახტანგ ჩიქოვანმა და ნიკოლოზ რევაზიშვილმა, რომელთაც საქმის მთავარი მოწმისთვის - გურამ ამირხანაშვილისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან, სიტყვით ისარგებლეს. ისინი სხდომაზე აცხადებდნენ, რომ არც მკვლელობა ჩაუდენიათ და არც ამირხანაშვილისთვის აღუკვეთავთ თავისუფლება.

„დაგვიჭირეს ბევრი ადამიანი - პატარები, დიდები. ყველას 109-ე მუხლი წაგვიყენეს, ეგონათ ერთმანეთზე გავიშვერდით ხელს, მაგრამ არ მოხდა ისე, როგორც თქვენ გინდოდათ, ხუთივეს 16 წელი პატიმრობა მოგვისაჯეს, საქმე გამოძიებული არ აქვთ.

140-კილოიანი კაცი რომ ჩადიოდა იმ დაღმართში, ამას რომ იტყვის, ერთი მოწმე მაინც მომიყვანეთ. იმის იმედი არ მაქვს, რომ განსხვავებულ გადაწყვეტილებას მიიღებთ. რაც არის მაქსიმუმი იმას „დააჩაქუჩებთ", თქვენ მეუბნებით რომ პატივი გცეთ? უნდა გამიგოთ პატივცემულო მოსამართლე, მეც ნერვები მაქვს და ახალგაზრდობას ვტოვებ ქსანში", - განაცხადა გაგნიძემ.

ცნობისთვის, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ვახტანგ ჩიქოვანსა და არჩილ გაგნიძეს გურამ ამირხანაშვილისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან. მათ ასევე ბრალი წარდგენილი აქვთ ჯგუფურ ძალადობაშიც.

ამავე ეპიზოდზე "ქემრის" 3 მგზავრი უკვე მსჯავრდებულია და მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დამდგარია, მათი საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობდა.

ვახტანგ ჩიქოვანი, არჩილ გაგნიძე და ნიკოლოზ რევაზიშვილი მსჯავრდებული არიან გიორგი შაქარაშვილის ჯგუფურ მკვლელობაში და 16-16 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×