რეზონანსი
23.02.2024

ჩვენი პოზიცია არის მკაფიო - ვეტინგი არის ჩვენთვის მიუღებელი, სამართლებრივი და არა მხოლოდ სამართლებრივი, პრაქტიკული მოსაზრებებიდან გამომდინარე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩვენ [ბრიუსელში] გვქონდა საუბარი თითოეულ პუნქტზე, მათ შორის სასამართლოსთან დაკავშირებით. „ვეტინგის" შესახებ ჩვენი პოზიცია გამოკვეთილია. ეს არამხოლოდ ეწინააღმდეგება თავისი არსით საქართველოს მოქმედ კონსტიტუციას, არამედ პირდაპირ ეწინააღმდეგება კონსტიტუციის სულისკვეთებას, მათ შორის მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის პრინციპს. მითუმეტეს არ არსებობს საფუძველი ასეთი პროცესების განვითარებისთვის ჩვენს ქვეყანაში, არ არსებობს არგუმენტები და ფაქტები. შესაბამისად ჩვენი პოზიცია არის მკაფიო - „ვეთინგი" არის ჩვენთვის მიუღებელი, სამართლებრივი და არა მხოლოდ სამართლებრივი, პრაქტიკული მოსაზრებებიდან გამომდინარე", - განაცხადა კობახიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×