რეზონანსი
23.02.2024

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის ლიდერი, ვლადიმერ პუტინი არ დაასრულებს ომს, სანამ არ წააგებს მას და არ გაიგებს, რომ ოკუპაციის უფლება არ მისცემენ, ამიტომ, კიევი კონფლიქტის გაყინვას არ დათანხმდება.

„ვიცით რუსეთთან ჩვენი ურთიერთობების ისტორია. ჩვენ გვქონდა გაყინული კონფლიქტი, მათ თავიდანვე დაიკავეს ყირიმი და დონბასი - და ჩვენ გვქონდა დოკუმენტები: მინსკის შეთანხმება, ნორმანდიის ფორმატი გერმანიასთან, საფრანგეთთან, რუსეთთან. გვქონდა გაცვლის, ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებები - ყველაფერი, რაც ახლა ბევრ ქვეყანას სურს ჩვენგან ომის დასასრულებლად. ის (პუტინი) არასოდეს გაჩერდება, სანამ ამ ომს არ წააგებს. ჩემი სიგნალია: ნუ მოითხოვთ მინსკის შეთანხმებების განმეორებას ჩვენი ტერიტორიის სხვა ნაწილში. არა - არანაირი ახალი გაყინული კონფლიქტები, არ მჯერა მათი და არ ვენდობი", - აღნიშნა ზელენსკიმ FoxNews-თან ინტერვიუში.

მისი თქმით, პუტინმა უნდა გაიგოს, რომ მთელ მსოფლიოს სჭირდება მშვიდობა და მთელი მსოფლიო არ მისცემს მას უკრაინის ოკუპაციისა და განადგურების შესაძლებლობას.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×