რეზონანსი
23.02.2024

„სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, კეთილსინდისიერი მოსამართლე არ შეიძლება, „ვეტინგის" სისტემის წინააღმდეგი იყოს.

მანჯგალაძის განმარტებით, მათ ამ სისტემით სურთ, რომ მოსამართლეები გათავისუფლდნენ კლანისგან და ხელისუფლების გავლენისგან.

„ვეტინგის" სისტემა გულისხმობს მოსამართლეებისთვის კეთილსინდისიერების ტესტის გატარებას, რაც გულისხმობს მათი ფინანსური ანგარიშების და სხვა მასთან დაკავშირებული საკითხების შესწავლას.

„ქართული ოცნება" ხელისუფლებაში მოსვლამდე საუბრობდა, რომ პრობლემურია სასამართლო კორპუსი ამ მიმართულებით და როცა მოვიდა ხელისუფლებაში გადაიბარეს ეს კორპუსი. ახლა ჩვენ ვამბობთ, რომ პრობლემურია სასამართლო კორპუსი და სჭირდება კეთილსინდისიერების ტესტზე შემოწმება. კეთილსინდისიერი მოსამართლე არ შეიძლება, ამის წინააღმდეგი იყოს.

საკითხი მარტივად დგას. ჩვენ მოსამართლეებს კი არ ვესხმით თავს, ჩვენ გვინდა, რომ მოსამართლეები გავათავისუფლოთ კლანისგან და ხელისუფლების გავლენისგან. ჩვენ მოსამართლის მხარეს ვართ და კარგი მოსამართლის ინტერესი არის, რომ ის კეთილსინდისიერებაზეც და პროფესიონალიზმზეც შემოწმებული იყოს. წესიერი მოსამართლე ყველანაირ შემოწმებას გაივლის და ბევრია სისტემაში ასეთი.

„ქართული ოცნება" ვითომ იცავს ამ პროცესისგან ხალხს და არ უნდათ მათ მურუსიძესთან და სანქცირებულ მოსამართლეებთან ასოცირება", - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ცნობისთვის, გუშინ „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, რომ ცხრა ნაბიჯთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრაზე წარადგინეს წინადადება, რომ სასამართლო სისტემაში მოსამართლეების დანიშვნა, გადარჩევა „ვეტინგის" საფუძველზე მოხდეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×