რეზონანსი
23.02.2024

სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, არავითარი კონსულტაციები სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით არ წარმოებს, - ეს არის ის, რაც შემიძლია მკაფიოდ გითხრათ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

მან უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია ილია დარჩიაშვილისა და მაკა ბოჭორიშვილის რაიმე თანამდებობებზე შესაძლო დანიშვნის შესახებ.

„კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ არავითარი ცვლილებები არ იგეგმება. ბატონი ილია დარჩიაშვილი იყო წარმოდგენილი დელეგაციაში და ძალიან კარგად წარმოადგინა მან საქართველოს ინტერესები ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში. კიდევ ერთხელ, მას მინდა მადლობა გადავუხარო. კიდევ ერთხელ მკაფიოდ მინდა განვაცხადო, რომ მთავრობაში არავითარი პერსონალური ცვლილებები არ იგეგმება. გეგმაში ასეთი რამ არ არის. ერთ, ორ თუ სამ წელიწადში თუ რაიმე ცვლილება მოხდება, ეს მარტო ჩვენზე დამოკიდებული არ არის. ასეთი საუბარი არსად ვრცელდება, თქვენ ავრცელებთ", - მიმართა მან ჟურნალისტს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×