რეზონანსი
23.02.2024

გლდანში, შვილის მიერ მამის მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც კორპუსის მაცხოვრებლები აღნიშნავენ, მკვლელობა დანით მოხდა. შვილმა მამა 12 წლის შვილის, მისი ძმის თანდასწრებით გაიმეტა სასიკვდილოდ. ამის შემდეგ სახლი დატოვა და დანაშაულის იარაღით ეზოში გაიქცა.  

მეზობლების თქმით, ახალგაზრდა კაცი შემდეგ უკან, სახლში მიბრუნდა და იქ ელოდებოდა სამართალდამცველების მოსვლას. ირკვევა, რომ დანაშაულის თვითმხილველმა 12 წლის მოზარდა დარეკა 112-ში და სწორედ მან შეატყობინა პოლიციას მომხდარი დანაშაულის შესახებ.

ამის შემდეგ სამართალდამცველები ადგილზე მივიდნენ, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაჭრილი მამაკაცი კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. სავარაუდოდ, მამას, რომელსაც ყელში ჰქონდა დანა დარტყმული, სისხლისგან დაიცალა.

მკვლელობის მოტივად ადგილობრივები 28 წლის მამაკაცის მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობას და მამა-შვილს შორის ურთიერთშელაპარაკებას ასახელებენ.

„დანით მოკლაო ამბობენ, მე რომ ჩამოვედი, უკვე დამთავრებული იყო ყველაფერი. ოჯახში რა მოხდა, არ ვიცი. ერთი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, სისხლისგან დაიცალაო, ეს ბიჭი არ გაქცეულა, სახლიდან გამოიყვანეს სამართალდამცავებმა. თუ არ ვცდები, კლინიკაში გარდაიცვალა, 49 წლის იყო დაღუპული. ხელოსანი, მშრომელი კაცი იყო, აქამდე კარგი ურთიერთობა ჰქონდათ მამა-შვილს, რა მოხდა არ ვიცი, წყნარი ოჯახი იყო. სახლში დაკავებულის დაც იყო, სასწრაფოში ალბათ, იმან დარეკა",- აცხადებს მეზობელი.

ცნობისთვის, მკვლელობა გლდანში, მე-2 მიკროში დღეს დილით, დაახლოებით, 09:00 საათზე მოხდა. გარდაცვლილის, გელა გამხიტაშვილის შვილი, რეზი გამხიტაშვილი სამართალდამცავებმა ადგილზე დააკავეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×