რეზონანსი
23.02.2024

გლ­დან­ში, შვი­ლის მიერ მა­მის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე ახა­ლი დე­ტა­ლე­ბი ხდე­ბა ცნო­ბი­ლი. რო­გორც კორ­პუ­სის მა­ცხოვ­რებ­ლე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, მკვლე­ლო­ბა და­ნით მოხ­და. მოკლულია 49 წლის გელა გამ­ხი­ტაშ­ვი­ლი.

მა­თი­ვე ცნო­ბით, შემ­თხვე­ვას და­კა­ვე­ბუ­ლის 12 წლის დაც შე­ეს­წრო.

"და­ნით მოკ­ლაო ამ­ბო­ბენ, მე რომ ჩა­მო­ვე­დი, უკვე დამ­თავ­რე­ბუ­ლი იყო ყვე­ლა­ფე­რი. ოჯახ­ში რა მოხ­და, არ ვიცი. ერთი ჭრი­ლო­ბა ჰქონ­და მი­ყე­ნე­ბუ­ლი, სის­ხლის­გან და­ი­ცა­ლაო, ეს ბიჭი არ გაქ­ცე­უ­ლა, სახ­ლი­დან გა­მო­იყ­ვა­ნეს სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა.

თუ არ ვცდე­ბი, კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვა­ლა, 49 წლის იყო და­ღუ­პუ­ლი. ხე­ლო­სა­ნი, მშრო­მე­ლი კაცი იყო, აქამ­დე კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დათ მამა-შვილს, რა მოხ­და არ ვიცი, წყნა­რი ოჯა­ხი იყო. სახ­ლში და­კა­ვე­ბუ­ლის დაც იყო, სას­წრა­ფო­ში ალ­ბათ, იმან და­რე­კა", - აცხა­დებს მე­ზო­ბე­ლი.

ცნო­ბის­თვის, მკვლე­ლო­ბა გლ­დან­ში, მე-2 მიკ­რო­ში დღეს დი­ლით, და­ახ­ლო­ე­ბით, 09:00 სა­ათ­ზე მოხ­და. გარ­დაც­ვლი­ლის, გელა გამ­ხი­ტაშ­ვი­ლის შვი­ლი, რეზი გამ­ხი­ტაშ­ვი­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ად­გილ­ზე და­ა­კა­ვეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×