რეზონანსი
23.02.2024

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომ ხელისუფლების მხრიდან არის მაქსიმალური სურვილი, რათა გაღრმავდეს სტრატეგიული პარტნიორობა, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ისე ჩინეთთან.

„სტრატეგიულ პარტნიორზე მართლაც დამოკიდებულია ორმხრივი ურთიერთობის ფორმებიც კი. ვისურვებდით, როგორი ინტერესიც არის ჩინეთის მხრიდან, ასეთივე ინტერესი იყოს ჩვენი დიდი ხნის პარტნიორებისა და მეგობრების მხრიდან მათ შორის თავისუფალ ვაჭრობასთან, ეკონომიკურ ურთიერთობებთან, ფრენასთან, უვიზო რეჟიმთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით. ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ კარგი, მეტი სტიმული საქართველოსთვის და ქართული საზოგადოებისთვის, რომ კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობა, მეტი სტრატეგიული პარტნიორობა გვქონდეს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან - ამერიკის შეერთებულ შტატებთან“, - აღნიშნა მდინარაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×