რეზონანსი
24.02.2024

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა ისაუბრა რადიკალური ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის თანამშრომლობაზე, რა გზითაც გარე ძალების მიერ, სავარაუდოდ, პარტიების უკანონო დაფინანსება მიმდინარეობს.

„დემოკრატიის პრინციპია, რომ პარტიას ხალხის მხრიდან ჰქონდეს ლეგიტიმაცია, რათა არჩევნებში გაიმარჯვოს. დღევანდელი ვითომ ოპოზიცია კი ამბობს, რომ ისინი ლეგიტიმაციას უცხოეთიდან იღებენ. არასამთავრობო სექტორის საკითხიც ამას უკავშირდება. შარშან, მარტში ამაზე იყო საუბარი, როგორ ბედავთ, რომ „ენჯეოებს“ ეხებითო. და ვინ არიან ეს „ენჯეოები“ - ვინმემ აირჩია სადმე? რა ლეგიტიმაცია გააჩნიათ? რატომ არ უნდა იყოს არასამთავრობო სექტორი გამჭვირვალე? მაგალითად, ჩემი, გურამ მაჭარაშვილის შემოსავალ-გასავალი საჯაროა - მამოწმებენ თითქმის ყოველ წელიწადს, მაგრამ ეკა გიგაურის შემოსავალ-გასავალი გასაიდუმლოებულია. ანუ, მსხვილი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელსაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ჰქვია, თვითონ არის გაუმჭვირვალე. მე, რომელსაც ხალხი მირჩევს, მამოწმებს გაუმჭვირვალე ორგანიზაცია, თუ რამდენად გამჭვირვალეა ჩემი შემოსავლები.

პრაქტიკულად ხელის გულზე ჩანს, რომ არასამთავრობო სექტორი უცხოურ ძალას სჭირდებოდა, რათა საქართველოს სუვერენიტეტი შეესუსტებინათ. ჩვენ, „ხალხის ძალამ“ (და შემდეგ, ხელისუფლებამ) ეს დასუსტებული სუვერენიტეტი ცოტა გამოვაცოცხლეთ“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×