რეზონანსი
24.02.2024

პარლამენტის ვიცე-სპიკერის არჩილ თალაკვაძის შეფასებით, უკვე ნამდვილად არის დრო, რომ აშშ-საქართველოს ურთიერთობა კიდევ უფრო მაღალ და ინტენსიურ დონეზე გადავიდეს.

„პრემიერ-მინისტრმა ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა და უკვე ნამდვილად არის დრო, რომ აშშ-საქართველოს ურთიერთობა კიდევ უფრო მაღალ და ინტენსიურ დონეზე გადავიდეს, იქნება ეს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, თავისუფალი ვაჭრობა, პირდაპირი ფრენები თუ მაღალი დონის პოლიტიკური თანამშრომლობა. ეს, რა თქმა უნდა, უზრუნველყოფს იმას, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობა კიდევ უფრო მაღალ სტრატეგიულ დონეზე გადავიდეს“, - აღნიშნა თალაკვაძემ.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთსა და ამერიკასთან კავშირების კიდევ უფრო განვითარებას გეგმავს. სახელისუფლებო გუნდში აცხადებენ, რომ სტრატეგიულ პარტნიორებთან სამომავლო ურთიერთობებს ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური კუთხით.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×