რეზონანსი
24.02.2024

მამის მკვლელობისთვის დაკავებული კაცი დუმს. რეზი გამხიტაშვილი დანაშაულის შესახებ არ საუბრობს. მძიმე დანაშაულში ბრალდებული მამაკაცი სასამართლო პროცესის ჩანიშვნას ელოდება და სავარაუდოდ, სწორედ სასამართლოზე დაარღვევს დუმილს

ადვოკატი ამტკიცებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს. არ არის გამორიცხული, საქმეში სასამართლო ექპერტებიც ჩაერთონ. 

ბრალი ედება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობაში და ამ შემთხვევაში, ბრალის დადგენილებაში მითითებული არის, რომ განზრახ მოკვლის მიზნით დანა დაარტყა მარცხენა მხრის მიდამოში. ეს არის მითითებული ბრალდების შესახებ დადგენილებაში. ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებს. ბრალის მიხედვით არის მარცხენა მხრის მიდამოში მიღებული დაზიანება. წერია, რომ ერთხელ აქვს დარტყმული, თუმცა დაზიანება სად აქვს მიღებული გარდაცვლილს, ამას დაადგენს შესაბამისი ექსპერტიზა. თავად ბრალდებული წარდგენილ ბრალდებაში არ ცნობს თავს დამნაშავედ", - ამბობს ადვოკატი.

მკვლელობა გლდანში გუშინ მოხდა. გავრცელებული ინფრომაციით, ახალგაზრდა კაცმა სასტიკი დანაშაული არასრულწლოვანი დის თანდასწრებით ჩაიდინა, მამას სასიკვდილო ჭრილობები სამზარეულოს დანით მიაყენა, შემდეგ კი პოლიციას საკუთარი ნებით ჩაბარდა. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×