რეზონანსი
24.02.2024

თბილისის ქუჩებში რეიდები დაიწყო - ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში სამართალდამცველები ხალხს თბილისის ქუჩებში ერთი მეორის მიყოლებით აჩერებენ, პირადობის დამადასტურებელ მოწმობას უმოწმებენ, ფოტოებს უღებენ და ზოგიერთ შემთხვევაში, მოქალაქეების პირად ავტომობილებსაც კი ჩხრეკენ.

ცნობილია, რომ რეიდები ნარკოტიკების დანაშაულებრივ ქსელს და სასიკვდილო წამლების უკონტროლო გაყიდვას უკავშირდება, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრო ამასთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ამ დრომდე არ ავრცელებს.

სოციალურ ქსელში ვრცელდება ფაქტის ამსახველი ვიდეო-მასალა, რომლის მიხედვითაც რეიდები ძირითად შემთხვევაში მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ხორციელდება.

მოქალაქეები მედიასთან აცხადებენ, რომ კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები სამოქალაქო ფორმაში არიან გამოწყობილები და ისე აწარმოებენ ადამიანების ჩხრეკას.

"შემთხვევით დავინახეთ, რომ მოქალაქეებს ამოწმებდნენ. რამდენიმე პოლიციელი იყო. არ ვიცი, რატომ აჩერებდნენ. საბუთებს უმოწმებდნენ", - ამბობს მოქალაქე.

ცნობისთვის, გუშინ გომელაურის უწყებამ განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ სამ თვეში 270 ადამიანია დაკავებული. ბრალდულთა ნაწილი უკვე ციხეშია, ნაწილი ბრალის წარდგენას ელოდება. მძიმე დანაშაულში მხილებულები არიან სხვა ქვეყნის მოქალაქეებიც. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×