რეზონანსი
24.02.2024

ოჯახი 35 წლის თეონა მახათაძის საქმის ობიექტურ გამოძიებას ითხოვს - ქალი ხეჩინაშვილის  კლინიკაში ერთ თვიანი მკურნალობის მიუხედავად ვერ გადაარჩინეს. გოგონას სხეულის 75 % ჰქონდა დამწვარი ჰქონდა. ოჯახი ამტკიცებს, რომ თეონა მახათაძე მოკლულია. 

მახათაძეების თქმით, რეანიმაციაში, ახალგაზრდა ქალმა დებს უთხრა, რომ საბედისწერო ამბავს, მაშინვე მოუყვებოდა, როგორც კი შეძლებდა, თუმცა ის ისე დაიღუპა, რომ დებისთვის თავდასხმის ამბის მოყოლა ვერ მოასწრო. 

ოჯახი დარწმუნებულია, რომ თეონა მახათაძე ცოცხლად დაწვეს, დანაშაულის მოტივი კი შურისძიებაა,  სხვა ვერაფრით ხსნიან როგორ შეიძლება ახალგაზრდა ქალს ბენზინი გადაესხა და ცეცხლი მოეკიდებინა. 

ყველაფერი 19 იანვარს დაიწყო. ფოლადაანთკარში, ახალგაზრდა ქალისა და მისი მეგობარი მამაკაცის  რეპერი "ტურბოს" სახლში.   ძმის მტკიცებით, თეონა მახათაძეს მუსიკოსის კანონიერი ცოლი მიუვარდა ფიზიკურად გაუსწორდა და და სამი შვილის დედა დაწვა.

ზარი 112 ში თეონას მობილური ტელეფონიდან შევიდა, თუმცა ის კლინიკაში არა გადაუდებელი დახმარების ცენტრმა, არამედ რეპერმა "ტურბომ" შეიყვანა.  

რეპერმა კაცმა, რომელიც თეონასთან რამდენიმე წლიანი თანაცხოვრება ჰქონდა, ოჯახს ახალგაზრდა ქალის ცოცხლად დაწვის შესახებ მხოლოდ  დამწვრობის ცენტრში მისი მიყვანიდან ხუთი დღის შემდეგ შეატყობინა. 

ხეჩინაშვილის კლინიკაში 75 პროცენტიანი დამწვრობით შეყვანილ ახალგაზრდა ქალთან ოჯახის წევრებმა მხოლოდ რამდენიმე წამიანი გასაუბრება მოასწრეს. შემდეგ მისი მდგომარეობა დამძიმდა და ექიმებმა მართვით სუნთქვაზე გადაიყვანეს. თეონამ დასთან რეპერის დაცვა სცადა.  ლევანი, რომელზეც ყველაზე მეტად ნერვიულობდა დამწვარი ქალი, ლევან აივაზიანია - იგივე რეპერი "ტურბო". რომელთანაც მან  რამდენიმე წელი იცხოვრა. სწორედ მან უნდა იცოდეს ყველაფერი,  რაც 19 იანვრის საბედისწერო საღამოს, სოფელ ფოლადაანთკარში მოხდა. რადგან ის იყო ერთადერთი თვითმხილველი, ვინც ამ დროს თეონა მახათაძესთან ერთად იმყოფებოდა. ოჯახი ამბობს, რომ რეპერმა "ტურბომ" ჩვენება რამდენჯერმე შეცვალა რაც მათთვის დიდი ეჭვის საბაბია.

ოჯახს სიმართლის დადგენა სურს, თუმცა რაც უფრო მეტი დრო გადის ყველაფერი მეტად ბუნდოვანი ხდება. მათი ინფორმაციით, კვალის არევის მიზნით,  ახალგაზრდა მამაკაცმა შემთხვევის ადგილი ხანძრიდან რამდენიმე საათში დაასუფთავა. 

"ტურბოს" მეუღლე იზაბელა ფირანიშვილია. ცოცხლად დამწვარი ქალის ოჯახის ინფორმაციით გამოძიებას ის გამოკითხული საერთოდ არ ჰყავს. შესაბამისად გამოძიებისთვის არც ისაა ცნობილი ვინ ემუქრებოდა სიკვდილით შემთხვევამდე სამი კვირით ადრე თეონა მახათაძეს. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×