რეზონანსი
26.02.2024

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელის თქმით, თუ ევროპელებს სურთ უკრაინის გამარჯვება, ქვეყანას უფრო მეტი დახმარება უნდა გაუწიონ და უფრო სწრაფად.

„უკრაინის ომის შედეგი, შეიძლება, უახლოეს თვეებში გადაწყდეს, დასავლეთმა კიევისთვის დახმარება უნდა გააძლიეროს“, - განაცხადა მან.

დიპლომატმა აღნიშნა, რომ ევროპის ქვეყნები უშუალოდ არ არიან ჩართულნი უკრაინის ომში და ამიტომ „სრულად არ ესმით“ იმის მნიშვნელობა, რაც ხდება. ბორელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დროა ევროპა "გამოფხიზლდეს" და გააცნობიეროს, თუ რა საშიშ სამყაროში არსებობს. მან ასევე მოუწოდა ევროპელებს, აიღონ პასუხისმგებლობა და გააუმჯობესონ საკუთარი თავდაცვის შესაძლებლობები, რათა მომზადდნენ „ნებისმიერი შემთხვევისთვის“.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×