რეზონანსი
26.02.2024

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განათლების მინისტრს დაავალა, ფინანსთა მინისტრთან კოორდინაციით, მთავრობის შემდეგი სხდომისთვის უკვე წარმოადგინოს დეტალური გეგმა, რომლის საფუძველზეც, კურსდამთავრებულები გაივლიან ანაზღაურებად სტაჟირებას.

„პარლამენტმა მიიღო კანონი ახალგაზრდებისთვის ანაზღაურებად სტაჟირებასთან დაკავშირებით. ეს კანონი საჭიროებს ეფექტიან აღსრულებას და მინდა გაგაცნოთ ჩემი გადაწყვეტილება, რომ საპილოტე რეჟიმში დაიწყება წელსვე. წელს უნდა დაიწყოს უნივერსიტეტების სულ მცირე 3000 კურსდამთავრებულის მიერ სულ მცირე ოთხთვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების გავლა სახელმწიფო სტრუქტურებში. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტებთან და კერძო სექტორთან თანამშრომლობის საფუძველზე ახალგაზრდებს უნდა მივცეთ საშუალება, მუნიციპალურ და კერძო სტრუქტურებშიც გაიარონ ანაზღაურებადი სტაჟირება. 

მინდა ვთხოვო განათლების მინისტრს, ფინანსთა მინისტრთან კოორდინაციით, მთავრობის შემდეგი სხდომისთვის უკვე წარმოადგინოთ დეტალური გეგმა, რომლის საფუძველზეც, კურსდამთავრებულები გაივლიან ანაზღაურებად სტაჟირებას როგორც სახელმწიფო სტრუქტურებში, ისე მუნიციპალიტეტებში და ასევე თანამშრომლობის საფუძველზე კერძო სექტორში“, - აღნიშნა კობახიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×