რეზონანსი
28.02.2024

ჩვენი მიდგომაც არის ის, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არ იყოს პატიმრების დიდი რაოდენობა. თავის გამოსვლაში ამას ხაზი პრემიერ-მინისტრმაც გაუსვა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ქართული ოცნება" როდესაც მოვიდა ხელისუფლებაში, დახვდა დაახლოებით 24 თუ 25 000 პატიმარი, დღეს ეს რიცხვი ჩამოსულია დაახლოებით 9000-ზე. რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანიც არის, რომ რაც შეიძლება ნაკლებ ადამიანს უწევდეს იზოლაციაში სასჯელის მოხდა. რაც შეეხება რა მექანიზმები არსებობს შემცირებისა, აქ სწორედ სახელმწიფოებრივი მიდგომაა მნიშვნელოვანი. ამ საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია იუსტიციის სამინისტროს, მთავრობის პოზიცია და არა ერთი ხელის მოსმით, პოლიტიკური პროგრამის გატარების ნაწილი არ უნდა იყოს ეს", - აღნიშნა პაპუაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×