რეზონანსი
29.02.2024

ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების დარიგებისას მომხდარი შემთხვევის დროს 104 ადამიანი დაიღუპა და 760-ზე მეტი დაშავდა.

გავრცელებული ცნობით, პალესტინელები ჰუმანიტარული პროდუქტებით სავსე სატვირთოებს ელოდებოდნენ. მათი ქაოსი ისრაელის შეიარაღებულ ძალებში საფრთხედ აღიქვეს და პალესტინელების მისამართით ცეცხლი გახსნეს. ადგილზე დაიღუპა და დაშავდა ასობით ადამიანი. ღაზის ადგილობრივი ჯანდაცვის უწყების ცნობით, დაშავებულთა უმეტესობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

განვითარებული მოვლენების გამო, „ჰამასმა" განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა, მძევლების გასათავისუფლებლად მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესი შეწყვიტონ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×