რეზონანსი
29.02.2024

28 თებერვალს, ლილოში 21 წლის გოგოს მკვლელობისთვის დაკავებული პირის ადვოკატის, ანა შიშნიაშვილის განცხადებით, ბრალდებულის ფსიქოლოგიური მდგომარეობა, ამ ეტაპზე, რაიმე პოზიციის დაფიქსირების საშუალებას არ იძლევა.

როგორც ბრალდებულის ადვოკატმა აღნიშნა, დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარე აღკვეთი ღონისძიების საკითხს სასამართლოს მიანდობს.

"დღეს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკის განძრახ მკვლელობის მუხლით ბრალდება წარედგინა. რა თქმა უნდა, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს შევხვდი და პოზიციები შევათანხმეთ, თუმცა მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ამ ეტაპზე რაიმე პოზიცია დავაფიქსიროთ. აქედან გამომდინარე, დღეს სასამართლო აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელებს. ბრალდების მხარე მის მიმართ პატიმრობის გამოყენებას ითხოვს და დაცვის მხარე აღნიშნულ საკითხს სასამართლოს მიანდობს", - განაცხადა ანა შიშნიაშვილმა.

21 წლის გოგოს მკვლელობისთვის დაკავებულ პირს სასამართლო პროცესი რამდნეიმე წუთში დაიწყება.

პროკურატურის ინფორმაციით, მას ბრალდება დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე წარედგინა.

გენერალაური პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 28 თებერვალს, თბილისში, ბრალდებულმა მეგობარ ქალს დანით სხეულზე მრავლობითი დაზიანებები მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ" და „მ" ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×