რეზონანსი
01.03.2024

ჩვენ აქტიურად ვიმუშავებთ იმისათვის, რომ ყველა გამოწვევა იყოს დაძლეული და მაქსიმალურად კარგი გარემო შევუქმნათ ბიზნესს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს ბიზნეს ასოციაციას და მის პრეზიდენტს, სოსო ფხაკაძეს ამ ღონისძიების ორგანიზებისთვის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება, სადაც საუბარია იმაზე, თუ როგორ უნდა ითანამშრომლოს ხელისუფლებამ და ბიზნესმა, როგორ უნდა განვითარდეს ბიზნესი, როგორ უნდა იყოს უზრუნველყოფილი ბიზნესის ინტერესების დაცვა იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ ეკონომიკურ განვითარებას. მე კიდევ ერთხელ დავაფიქსირე დღეს ჩვენი ღიაობა, მზაობა იმასთან დაკავშირებით, რომ გვექნება ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა ყველა საკითხზე. რა თქმა უნდა, გვაქვს ძალიან სერიოზული მიღწევები, წარმატებები, მაგრამ არის გამოწვევებიც. ყველაფერთან დაკავშირებით უნდა გვქონდეს მჭიდრო თანამშრომლობა, კოორდინაცია. ამის მზაობა კიდევ ერთხელ დავაფიქსირე და რა თქმა უნდა, ამის შესახებ გავაგრძელებთ მუშაობას ბიზნესთან ერთად. ბიზნესს აქვს გამოწვევები, მათ შორის არის სამუშო ძალის, სპეციალისტების დეფიციტი, ამაზე ყურადღება ბატონმა სოსომ თავის პრეზენტაციაშიც გაამახვილა. მე მქონდა საუბარი, თუ როგორ უნდა დავძლიოთ გამოწვევები, რასაც ჩვენ ვხედავთ, მათ შორის ეს არის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება, რომლითაც სარგებლობს ბიზნესი საჯარო სტრუქტურებისგან. განათლების სფეროში გვჭირდება ცვლილებები იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ ბიზნესის განვითარებას სამუშაო ძალით და ა.შ. ეს არის კონკრეტული გამოწვევები. ჩვენ აქტიურად ვიმუშავებთ იმისათვის, რომ ყველა გამოწვევა იყოს დაძლეული და მაქსიმალურად კარგი გარემო შევუქმნათ ბიზნესს ", - აღნიშნა კობახიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×