რეზონანსი
01.03.2024

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ფართო კონსულტაციების საფუძველზე უნდა გადაწყდეს, თუ ვინ დაიკავებს ჯანდაცვის მინისტრის პოსტს და აღნიშნავს, რომ მათ შორის საკითხი „ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილთან განიხილება.

„ჯერ არავითარი გადაწყვეტილება არ არის. ჩვენ გვექნება კონსულტაციები, როგორც გუნდის წევრებთან, ასევე, დარგის წარმომადგენლებთან. გვექნება ჯანსაღი პროცესი. გუნდის წევრებზე როცა მაქვს საუბარი, ჩვენი გუნდის ლიდერია ხომ საპატიო თავმჯდომარე ბატონი ბიძინა ივანიშვილი და რა თქმა უნდა, სადაც არის საჭირო კონსულტაციები, პირველ რიგში, ბატონი ბიძინა არის წარმომადგენელი. ვინ იქნება ჯანდაცვის მინისტრი, ეს უნდა გადაწყდეს ფართო კონსულტაციების საფუძველზე," - განაცხადა კობახიძემ.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, სხვა მინისტრების საქმიანობით კმაყოფილია და მინისტრების ცვლილება მოსალოდნელი არ არის.

„ყველაფერი არის პროცესი, მაგრამ დღეს მკაფიოდ მინდა გითხრათ, რომ ყველა მინისტრის მუშაობით მე პირადად კმაყოფილი ვარ, როგორც გასული წლების განმავლობაში მათ მიერ გაწეული საქმიანობით," - აღნიშნა პრემიერმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×