რეზონანსი
01.03.2024

პატრიარქი არის ადამიანი, რომლის ღვაწლი არის შეუფასებელი ქართული იდენტობის, ეკლესიის და ქართული საზოგადოების წინაშე. სუსტი კი არ უნდა ეძახო და მის შემცვლელზე კი არ უნდა ილაპარაკო, უნდა ვუსურვოთ, რომ კიდევ ძალიან დიდი ხანი იცოცხლოს, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე პატრიარქთან დაკავშირებით პრეზიდენტის განცხადებას.

მისი თქმით, პატრიარქი მხცოვანი ადამიანია, ძალიან ძლიერი და მისი სიძლიერე განსაკუთრებულად მის სულიერ სიძლიერეშია.

„პატრიარქს მხნეობა უნდა მისცეს ღმერთმა იმისათვის, რომ კიდევ დიდი ხანი იყოს ამ ქვეყნის სულიერი წინამძღვარი, ამის მაგივრად ეს ადამიანი [სალომე ზურაბიშვილი] აკეთებს უბინძურეს მინიშნებებს. უბინძურეს მინიშნებებს, რაღაც ევროპულობაზე. რა შეამჩნია არაევროპული? თუნდაც არათანამედროვე?! სად ნახა? ეს მინიშნება რაში დასჭირდა, ან რატომ დაიწყო მის სისუსტეზე ლაპარაკი, როდესაც ასეთი სულიერად ძლიერი და მხნე ადამიანი ბევრი არ გვინახავს და მეორე რა შეამჩნია ისეთი, რომ ახლა მის გამომცვლელზე უნდა ილაპარაკოს, თან პროევროპელ შემცვლელზე. რატომ კადრულობს ასეთ რაღაცას, მას ჰკითხეთ თავად, მე ამაზე მეტ კომენტარს არ გავაკეთებ", - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×