რეზონანსი
02.03.2024

პედოფილიის შესაძლო ფაქტები შიდა ქართლში. სექსუალური ძალადობის მსხვერპლი სავარაუდოდ 2 არასრულწლოვანია. 30 წლამდე მამაკაცმა 5 და 7 წლის მცირეწლოვან ბავშვებზე იძალადა და გააუპატიურა. საქმის მასალებში დევს მცირეწლოვანი გოგონების ჩვენება.

მოზარდებს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდათ და პასუხი რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

არასწრულწლოვნების გაუპატიურების ბრალდებით, ოჯახის ნათესავი, 30 წლამდე მამაკაცია დაკავებული. "მთავარის" ინფორმაციით, კაცმა დანაშაული მაშინ ჩაიდინა, როცა ის ოჯახში სტუმრად იმყოფებოდა.

გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ მას აღკვეთის სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

სავარაუდო მოძალადის დედა მძიმე ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.

გამოძიება სსკ-ის 137-ე მუხლის მეოთხე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვნის გაუპატიურებას გულისხმობს. დანაშაული დამტკიცების შემთხვევაში 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×