რეზონანსი
02.03.2024

ნებისმიერი მათი მცდელობა, დისტანცირდნენ სააკაშვილისგან და ფასადური "რე-ბრენდინგით" შექმნან სიახლის ილუზია, მარცხისთვისაა განკუთვნილი, - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის" წევრი ზურაბ ქადაგიძე, „ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომლის თქმითაც, არ არსებობს „ნაციონალური მოძრაობისგან" დამოუკიდებელი პარტია, იქნება ეს „ლელო-ნაციონალები", „გირჩი- ნაციონალები" თუ სხვა - ეს არის ერთიანი, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა".

ქადაგიძე აღნიშნავს, რომ ოპოზიციის აბსოლუტური უმრავლესობა "კომპრომეტირებულ" პოლიტიკოსებითაა დაკომპლექტებული, რომელთაც ნაც-მოძრაობასთან ისტორიული და ემოციური წარსული აკავშირებთ.

„ოპოზიციის აბსოლუტური უმრავლესობა "კომპრომეტირებულ" პოლიტიკოსებითაა დაკომპლექტებული, რომელთაც ნაც-მოძრაობასთან ისტორიული და ემოციური წარსული აკავშირებთ.

აქედან გამომდინარე, ნებისმიერი მათი მცდელობა, დისტანცირდეს სააკაშვილისგან და ფასადური "რე-ბრენდინგით" შექმნან სიახლის ილუზია, მარცხისთვისაა განკუთვნილი.

ასე რომ, გირჩი, ლელო, სტრატეგია, დროა და შესაბამისი უსამშობლოთა საზოგადოება, კოლექტიური ნაც-მოძრაობაა, რაც ძალიან კარგად იცის ქართულმა საზოგადოებამ!"- წერს ზურაბ ქადაგიძე Facebook-ზე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×