რეზონანსი
02.03.2024

ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და თერ­ჯო­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ზედა სა­ზა­ნო­ში. მდი­ნა­რე ძუ­სა­ში ოთხი ადა­მი­ა­ნი და­იხ­რჩო. მაშ­ვე­ლებ­მა მე­ო­თხე გარ­დაც­ვლი­ლის ცხე­და­რი მდი­ნა­რი­დან ცოტა ხნის წინ ამო­იყ­ვა­ნეს. ად­გილ­ზე სამ­ძებ­რო-სა­მაშ­ვე­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბი რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.

ძებ­ნა მას შემ­დეგ და­ი­წყო, რაც ერთი ადა­მი­ა­ნი მდი­ნა­რე­ში გა­და­ვარ­და, ოთხი კი მის და­სახ­მა­რებ­ლად შე­ვი­და. მათ­გან მაშ­ვე­ლებ­მა მხო­ლოდ ერ­თის გა­დარ­ჩე­ნა შეძ­ლეს, ის კლი­ნი­კა­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი.

და­ღუ­პუ­ლებს შო­რის არი­ან სა­ზა­ნო­ში მცხოვ­რე­ბი მამა, მისი ქა­ლიშ­ვი­ლი და გო­გო­ნას მე­გობ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც სო­ფელ­ში სტუმ­რად ჭი­ა­თუ­რი­დან იყ­ვნენ ჩა­სუ­ლე­ბი. ბავშვები ჭიათურის პირველი სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეები არიან.

"მდი­ნა­რე ძუ­სას ე.წ. ჩანჩქე­რი ტუ­რის­ტუ­ლი ად­გი­ლია ჩვენს სო­ფელ­ში. იქ მამა, ქა­ლიშ­ვილ­თან და მის მე­გობ­რებ­თან ერ­თად იყო მდი­ნა­რე­ზე. რო­გორც ვიცი, ფო­ტო­ებს იღებ­დნენ და ერთ-ერთ გო­გო­ნას ფეხი და­უ­ცურ­და და მდი­ნა­რე­ში ჩა­ვარ­და. ამის შემ­დეგ ეს კა­ციც გა­დამხტა­რა მის საშ­ვე­ლად, შემ­დეგ კი და­ნარ­ჩე­ნი ნა­პირ­ზე მყო­ფე­ბიც მიჰ­ყო­ლი­ან მას. მაშ­ვე­ლებ­მა მხო­ლოდ ერ­თის გა­დარ­ჩე­ნა შეძ­ლეს. მცო­ცა­ვი რე­ლი­ე­ფია და ალ­ბათ ფეხი ამი­ტომ და­უ­ცურ­დათ", - ამ­ბო­ბენ ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი.

ambebi.ge

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×