რეზონანსი
03.03.2024

ოდესაზე რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ცხრამდე გაიზარდა. ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

დაღუპულებს შორის ორი ბავშვია - ერთ-ერთი მათგანი 3-დან 5 წლამდე ასაკის, მეორე კი 3 თვის, რომელიც მაშველებმა ნანგრევებიდან დედის ცხედართან ერთად ამოიყვანეს.

ამასთან, მედიის ინფორმაციით, შვიდ დაშავებულს შორის 3 წლის ბავშვია.

ოდესასა და ოდესის ოლქში კვირა, 3 მარტი გლოვის დღედ გამოცხადდა.

შეგახსენებთ, გუშინ რუსებმა უკრაინას Shahed-131/136 ტიპის 8 დრონით შეუტიეს, 7 მათგანი უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს, ერთი კი - 9-სართულიან საცხოვრებელ კორპუსს დაეჯახა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×