რეზონანსი
03.03.2024

დარღვევები ჯანდაცვის სამინისტროში - სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა სამინისტროს და მის კონტროლს დაქვემდებარებული უწყებების ფინანსური ანგარიშგების აუდიტი ჩაატარა.

ირკვევა, რომ 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 3 კლინიკის მიმართ სასამართლო საქმე აღიძრა. თუმცა, საავადმყოფოს მიმართ დაკისრებული ჯარიმა არც სამინისტროს ბუღალტრულ რეესტრებშია ასახული და არც ფინანსურ ანგარიშგებაშია წარდგენილი. ეს კლინიკებია: შპს "ალსს“, შპს "თბილისის პირველი კლინიკური საავადმყოფო" და შპს "სამედიცინო ცენტრი "ნეოკლინიკა", რომელმაც 2018 წლის 14 სექტემბრიდან შეიცვალა საფირმო სახელწოდება (დღეს შპს "ნეო ჯგუფი" ჰქვია).

დასკვნაში ასევე ვკითხულობთ, რომ დარღვევებია ინვენტარიზაციასთან დაკავშირებით. ასევე, სააღრიცხვო პოლიტიკასა და კონტროლში. აუდიტის დასკვნით, კონტროლის სისტემა არ არის ინტეგრირებული ბუღალტრული აღრიცხვის შესაბამის რეგისტრებთან და სტრუქტურული ერთეულის მიერ მარაგები არ აღირიცხება სისტემაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×