რეზონანსი
03.03.2024

"ევროპული საქართველოს" წევრი გიგი წერეთელი რუსეთიდან მომინარე საფრთხეებზე საუბრობს და ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის უსაფრთხოებისთვის მეტს უნდა აკეთდებს. ოპოზიციის წევრის თქმით, მოცემულ ვითარებაში ყველაზე დიდ უსაფრთხოების გარანტიას საქართველოსთვის სწორედ ნატო წარმოადგენს, თუმცა ამ მიმართულებით ხელისუფლება არაფერს აკეთებს.  

ის, რომ საქართველო არის განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ, ესეც ფაქტია და ამიტომ საქართველოს ხელისუფლება დღევანდელი, განსაკუთრებით, ბუნებრივია, მათი პასუხისმგებლობაა, ყველაფერს უნდა ცდილობდეს იმისთვის, რომ ჩვენ უსაფრთხოების გაცილებით მეტი გარანტია გვქონდეს და დღეს ნატოზე უფრო მეტი გარანტია არ არის და სამწუხაროდ, ამ მიმართულებით ჩვენ დიდ აქტივობას ვერ ვხედავთ, - ამბობს გიგი წერეთელი. 

ამერიკის თავდაცვის ყოფილმა მდივანმა "ამერიკის ხმისთვის" მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ უკრაინაში გამარჯვების შემთხვევაში რუსეთის მთავარი სამიზნე საქართველო იქნება. ლეონ პანეტამ ასევე, ყურადღება ჩინეთზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ მისი სტრაგიული პარტნიორობა საქართველოსთვის სიკეთის მომტანი არ იქნება, რადგან დიდმა სახელმწიფომ შეიძლება ის ნებისმიერ დროს გადდაყლაპოს.  

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×