რეზონანსი
03.03.2024

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიარტომ განაცხადა, რომ უნგრეთმა უარი თქვა უკრაინისათვის იარაღის შესაძენად 18 მილიონი დოლარის გამოყოფაზე. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

პიტერ სიარტოს განცხადებით, მისი ქვეყანა უკრაინაში კონფლიქტის მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით მოგვარების მომხრეა.

"ჩვენ გადავწყვიტეთ, გამოვიყენოთ ეს 18 მილიონი დოლარი ჩადში უსაფრთხოების გასაძლიერებლად, ჩადში ოფიცრების მოსამზადებლად ახალი სასწავლო დაწესებულების შესაქმნელად და ჩადის შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად", - აღნიშნა უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×