რეზონანსი
03.03.2024

ინგუშეთში პოლიციასთან შეტაკებების შედეგად ექვსი ადამიანია მოკლული. ინფორმაციას რეგიონული ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

როგორც რუსული მედია წერს, ქალაქ კარაბულაკში ამ დროისთვის, კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი უკვე გაუქმებულია.

რუსული მედიის ცნობით, ინგუშეთში, ოპერატიული სამძებრო სამუშაოების დროს, უსაფრთხოების უწყებებმა ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში „ბოევიკების ჯგუფი" აღმოაჩინეს, რომლებიც გახმაურებული ტერაქტების განხორციელებას გეგმავდნენ.

დაკავების მცდელობისას მათ ცეცხლი გაუხსნეს უსფრთხოების ძალებს და პოლიციასთან შეტაკებები მოხდა.

რუსულმა სამართალდამცავმა ორგანოებმა საერთო ჯამში ექვსი პირის განეიტრალების შესახებ განაცხადეს. რუსული მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელები ISIS-ის მიმდევრები არიან, ისინი მონაწილეობდნენ რამდენიმე ტერორისტულ დანაშაულში.

ამავე ცნობებით, ოპერაციის დროს არც ერთი სამართალდამცავი არ დაღუპულა, მსხვერპლი არ არის მშვიდობიანი მოსახლეობაში. შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილია ავტომატური იარაღი, საბრძოლო მასალა, ხელყუმბარები და ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×