რეზონანსი
03.03.2024

დასავლეთის მიზანი სერბეთის ხელისუფლებაში მარიონეტული რეჟიმის მოყვანაა, რომელიც მარტივი სამართავი იქნება, თავისუფალი და დამოუკიდებელი სერბეთი ევროპაში პოპულარული არ არის, - ამის შესახებ სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა.

სერბეთის პრეზიდენტის თქმით, დასავლეთი სერბეთისგან ელოდება კოსოვოს აღიარებას და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღებას. ალექსანდრ ვუჩიჩის განცხადებით, ზეწოლა იზრდება სერბეთზე, რომ სანქციები დაუწესოს რუსეთის ფედერაციას და დაიკავოს ჩინეთის საწინააღმდეგო პოზიცია.

„სწორედ ამიტომ იზრდება ზეწოლა სერბეთზე ინსტიტუტების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სააგენტოების, მედიის საშუალებით, რაც მიზნად ისახავს ხელმძღვანელობის კრიმინალიზაციას, სერბეთის დეჰუმანიზაციას და დემონიზაციას", - აღნიშნა ალექსანდრ ვუჩიჩმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×