რეზონანსი
04.03.2024

თერჯოლაში, სოფელ ზედა საზანოში მომხდარი უბედური შემთხვევისას გადარჩენილი ერთი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ის კლინიკიდან უკვე გაწერეს.  

"ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო და გაეწერა ბინაში. ჰიპოთერმია და სხეულის ზოგადი დაჟეჟილობა [აღენიშნებოდა]", - ამბობს ექიმი სოფო ბუსკივაძე.

მდინარე ძუსაში შაბათს 4 ადამიანი დაიხრჩო. შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ე.წ. ქადაგიძის რაფის ჩანჩქერის მოსანახულებლად რამდენიმე ადამიანი იმყოფებოდა. ერთ-ერთ მათგანს ქვაზე ფეხი დაუცურდა და წყალში ჩავარდა. დახმარების მიზნით, მდინარეში მისი თანმხლები პირებიც ჩავიდნენ. სანაპიროზე დარჩა მხოლოდ ერთი ადამიანი, რომელმაც 112-ში დარეკა. მაშველებმა, სამძებრო-სამაშველო ღონისძიების შედეგად,  მხოლოდ ერთი პირის გადარჩენა შეძლეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×