რეზონანსი
04.03.2024

სააკაშვილი მობეზრდა ყველანაირ მოკავშირეს - მისი პოლიტიკურ ასპარეზზე აქტიურად გამოჩენა არ არის არც ერთი პოლიტიკური ძალის ინტერესში, რომელმაც სხვა სახელი დაირქვა და კვლავ „ნაციონალურ მოძრაობაშია", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებები და საქციელი არაადეკვატურია.

„სააკაშვილი მობეზრდა ყველას, ყველანაირ მოკავშირეს, ვინაიდან აბსოლუტურად არაადეკვატურია მისი საქციელი, მისი განცხადებები, დანაშაულები კი აშკარაა. სწორედ ამისგან გამიჯვნას ცდილობს ყველა ის პოლიტიკური პარტია, რომელმაც სხვა სახელი დაირქვა და კვლავ „ნაციონალურ მოძრაობაშია". სააკაშვილისგან გამიჯვნას აქვს ყველაზე დიდი პოპულარული სმენადობა. სააკაშვილის პოლიტიკურ ასპარეზზე აქტიურად გამოჩენა არ არის არც ერთი პოლიტიკური ძალის ინტერესში, რომელიც ცდილობს, რომ თავი მოგვაჩვენოს სააკაშვილის ბოროტების სისტემისაგან შორს მყოფ სუბიექტად," - განაცხადა ვოლსკიმ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×