რეზონანსი
04.03.2024

ეს აბსოლუტურად პოპულისტური თემა პენსიების ზრდის ხაზარაძეს გაახსენდა მაშინ, როცა გადაწყვიტა, რომ სამი ხომ აქვს და იქნებ 4% აიღოს არჩევნებში, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ცაგარეიშვილმა განაცხადა.

„იცით, რომ ფაქტობრივად, ყოველწლიურად იზრდება საქართველოში პენსიები, შემწეობები, დახმარებები სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებზე. იზრდება მშპ და მყისიერად იზრდება პენსიაც. ეს აბსოლუტურად პოპულისტური თემა პენსიების ზრდისა, რა თქმა უნდა, ხაზარაძეს გაახსენდა მაშინ, როცა გადაწყვიტა, რომ სამი ხომ აქვს და იქნებ 4% აიღოს [არჩევნებში]. მაშინ, როცა ჩვენ ქუჩა-ქუჩა მოსაკლავად დაგვდევდნენ, ეს ადამიანები ბიზნესს აკეთებდნენ და იქიდან საზრდოობენ იდეებით. მოდი, ახლა გავაგრძელოთ ისევ რეპრესიები, მოვიდეთ ხელისუფლებაში, შევქმნათ ფონდები, დავერიოთ ადამიანებს, წავგლიჯოთ, დავარეკეტოთ, გავაგდოთ ივანიშვილი ქვეყნიდან, სხვაც მივაყოლოთ. და ვინ არიან ისინი, როგორც აძლევენ თავიანთ თავს იმის უფლებას, რომ ამგვარი დღის წესრიგი ჩამოაყალიბონ?!", - აღნიშნა ცაგარეიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×