რეზონანსი
04.03.2024

უკრაინის პრემიერმინისტრის, დენის შმიგალის თქმით, კიევი მზად არის ევროკავშირში რუსული გაზის ტრანზიტი გააგრძელოს, თუ ამით EU იქნება დაინტერესებული.

შმიგალი კატეგორიულად გამორიცხავს რამე ტიპის შეთანხმებას გაზის ტრანზიტის თაობაზე მოსკოვთან. ინიციატივა უნდა მოდიოდეს ევროკავშირის კომისიისგან ან EU-ში არსებული, ტრანზიტით დაინტერესებული ქვეყნებისგან.

ცოტა ხნით ადრე, ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარმა, კადრი სიმსონმა ინტერვიუში თქვა, რომ ევროკავშირი ცდილობს მაქსიმალურად სწრაფად ჩაეხსნას რუსულ გაზს, შემუშავებული პროგრამა RePowerEU-ს ფარგლებში რუსული გაზი ევროკავშირის ბაზარზე 2027 წლისთვის უნდა გაქრეს.

ჩრდილოეთის ნაკადის დაზიანების შემდეგ რუსეთიდან დასავლეთ და ცენტრალური ევროპის მიმართულებით მხოლოდ ერთი გაზის მაგისტრალი მუშაობს, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე გადის. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×