რეზონანსი
08.03.2024

ფუფალას ქოლგის მსგავსი სიმტკიცის გახლავთ ის ქოლგა, რომელსაც პრეზიდენტი ზურაბიშვილი მთელ ოპოზიციას სთავაზობს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია იმ მდგომარეობაში იმყოფება, რომ მათი ნებისმიერი გადაწყვეტილება შეცდომა იქნება.

„გახსოვთ ყველას ფილმის შთამბეჭდავი სცენა, სადაც ფუფალას უკავია ქოლგა. ის ქოლგა რა მდგომარეობაშიც იმყოფება, დაახლოებით, ამავე სიმტკიცის გახლავთ ის ქოლგა, რომელსაც სთავაზობს ახლა პრეზიდენტი ზურაბიშვილი მთელ ოპოზიციას. მე მგონია, ხვდებიან, რომ ოპოზიციაში ძალიან მძიმე მდგომარეობა აქვთ, ვერ წყვეტენ უბრალოდ იმ დილემებს, რომლის წინაშეც არიან აღმოჩენილი და ამ ფონზე, რა მიმართულებითაც არ უნდა წავიდნენ, არ მგონია, არჩევანი ჰქონდეთ მაინცდამაინც სერიოზული, იმიტომ რომ საკუთარი თავი აღმოიჩინეს ისეთი დილემების წინაშე, სადაც რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღონ, მაინც შეცდომა იყო", - განაცხადა სარჯველაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×