რეზონანსი
11.03.2024

ირაკლი კობახიძემ უპასუხა კითხვას იგეგმება თუ არა დამატებითი ცვლილებები მინისტრთა კაბინეტში. ამ საკითხზე პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

„რაც შეეხება მინისტრებს, ყველა მინისტრი მუშაობს ძალიან კარგად. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, არავითარი საკადრო ცვლილებები დაგეგმილი არ არის“, - განმარტა პრემიერმა.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ზურაბ აზარაშვილი მიხეილ სარჯველაძემ ჩაანაცვლა, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად ლევან ჟორჟოლიანი დაინიშნა. მანამდე კი თავდაცვის მინისტრის პოსტზე ჯუანშერ ბურჭულაძე ირაკლი ჩიქოვანმა შეცვალა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×