რეზონანსი
12.03.2024

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ 2025 წელს, აშშ საქართველოსთვის საგარეო დახმარების მოცულობას 8 მილიონი დოლარით ამცირებს.

„ვერ გეტყვით [რატომ შემცირდა], ამ საკითხებზე გადაწყვეტილებას იღებს ამერიკის შეერთებული შტატები. თქვენ იცით, რომ ამ დაფინანსების ძალიან დიდი ნაწილი მიემართება არასამთავრობო ორგანიზაციებზე. არასამთავრობო ორგანიზაციებმა იმედები გაუცრუეს ამერიკის სახელმწიფოს შარშან, შარშანწინ. შესაძლოა ეს გახდა დაფინანსების შემცირების მიზეზი“, - აღნიშნა პრემიერმა.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, რომელიც კონგრესს განსახილველად გუშინ გაეგზავნა, საქართველოსთვის გათვალისწინებული საგარეო დახმარება, 80 მილიონი დოლარით არის გათვალისწინებული, რაც 8 მილიონი დოლარით ნაკლებია 2024 წლის დახმარებასთან შედარებით. დოკუმენტს სახელმწიფო დეპარტამენტი აქვეყნებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×