რეზონანსი
12.03.2024

12 მარტს საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ გამოაცხადა კონკურსი - „კერძო თეატრების საქმიანობის ხელშეწყობა". კონკურსისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი შეადგენს 200 000 ლარს და მისი მიზანია საქართველოში მოქმედი კერძო პროფესიული თეატრების გამართული ფუნქციონირების ხელშეწყობა; კერძო ინიციატივების წახალისება, თეატრალურ ცხოვრებაში კერძო თეატრების როლისა და მნიშვნელობის გაზრდა; თანამედროვე ქართულ თეატრში კონკურენტული გარემოს შექმნა და შემოქმედებითი პროცესის გააქტიურება.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ კერძო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით შექმნილ თეატრებს, რომელთა დამფუძნებლები არიან ფიზიკური პირ(ებ)ი, ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ი.

საკონკურსოდ მიიღება პროექტები კერძო პროფესიული თეატრების ფუნქციონირებისათვის საჭირო სხვადასხვა ხარჯის დასაფინანსებლად (გარდა უცხოეთში გასტროლისა). ცალკეულ კონკურსანტს შეუძლია მხოლოდ ერთი საპროექტო განაცხადის წარდგენა. შესაძლოა უპირატესობა მიენიჭოს კონკურსანტს, რომელიც ხელს უწყობს ახალგაზრდა/ახალბედა ხელოვანთა შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენასა და მხატვრული მრავალფეროვნების წარმოჩენას.

აღსანიშნავია, რომ კონკურსი - „კერძო თეატრების საქმიანობის ხელშეწყობა" - 2021 წლიდან ცხადდება. პირველ წელს საკონკურსო ბიუჯეტი იყო 250 000 ლარი. 14 საკონკურსო განაცხადიდან დაფინანსდა ხუთი პროექტი. 2022 წელს (საკონკურსო ბიუჯეტი 230 000 ლარი) 13 საკონკურსო განაცხადიდან გაიმარჯვა შვიდმა პროექტმა. 2023 წელს საკონკურსო ბიუჯეტი შეადგენდა 230 000 ლარს და 15 საკონკურსო განაცხადიდან გაიმარჯვა ცხრა პროექტმა.

წელს გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობისთვის საკონკურსო განაცხადები მიიღება 2024 წლის 12 მარტიდან 2024 წლის 21 მარტის 12:00 საათამდე, სამინისტროში, მისამართზე: თბილისი, სანაპიროს ქ. N4, ნაბეჭდი სახით, ან სამინისტროს ოფიციალური ელექტრონული ფოსტით - info@culture.gov.ge, ელექტრონული დოკუმენტის სახით. კონსულტაციების მიღება შეიძლება სამინისტროს ცხელი ხაზის საშუალებით, ტელ.: 032 2 022229 ან 599 25 21 88, სამუშაო საათების განმავლობაში.

ინფორმაცია კონკურსში გამარჯვებული პროექტების შესახებ გამოქვეყნდება სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე არაუგვიანეს 2024 წლის 3 აპრილისა.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 3 ივნისის N7864 ბრძანება „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ კულტურის სფეროში განსახორციელებელი ღონისძიებების/პროექტების ხელშეწყობის პირობებისა და დაფინანსების წესის შესახებ" და ფორმულარები იხილეთ ბმულებზე:

დაფინანსების წესი - https://cutt.ly/RwM9pRNu

ფორმულარები - https://cutt.ly/bwM9aEls

საკონკურსო პირობები - https://cutt.ly/vw0d2Rg6

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×