რეზონანსი
12.03.2024

ისრაელი გაეროს გასული წლის 7 ოქტომბერს გატაცებულების გათავისუფლებისთვის ჰამასზე წნეხის გაძლიერებისკენ მოუწოდებს. უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე ორგანიზაციის 15 მუდმივ წევრ სახელმწიფოს ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიმართა.

„ჩვენ ვითხოვთ მკაცრად დაიგმოს ის დანაშაული, რომელსაც ჰამასი ჩადის, მათ შორის საუბარია სექსუალურ დანაშაულზე, რომელიც ამ ბარბაროსებმა, როგორც თავად ამბობენ, ისლამის ახელით ჩაიდინეს. მოვითხოვთ, უშიშრობის საბჭომ მაქსიმალურად გააძლიეროს წნეხი ჰამასზე, რათა მან ყველა მძევალი დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს. ჰამასი გაცილებით უფრო სასტიკ დანაშაულს ჩადის, ვიდრე სხვა ტერორისტული დაჯგუფებები, რომლებიც თავიანთი ქმედებების გამო გაეროს მიერ სანქცირებულნი იყვნენ", - განაცხადა მინისტრმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×