რეზონანსი
12.03.2024

სინამდვილეში ორი კრიმინალის გაერთიანებაზეა საუბარი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარტია „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ნიკა მელიას და ნიკა გვარამიას გაერთიანებაზე ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას.

„გვარამიას აღიარება რა საჭიროა, მისი აღიარების გარეშე არ ვიცით ჩვენ, რომ დახურული იყო სასამართლო, მედია, აწამებდნენ ადამიანებს და აუპატიურებდნენ? სინამდვილეში ორი კრიმინალის გაერთიანებაზეა საუბარი. კრიმინალია მელია და კრიმინალია გვარამია, ისინი არიან მძიმე ცოდვებით დამძიმებულები, მათ შორის თანაშემოქმედები იმ რეჟიმისა, რომელსაც „ნაცმოძრაობა" ერქვა და მათ ჰგონიათ, რომ ახლა „ნაცმოძრაობის" ელექტორატის გარეთ, ე.წ. შუაშისტურ 20%-ში კიდევ მოიპოვებენ ხმებს, რაც წარმოუდგენელია. ნაცი ყოველთვის ნაცი იქნება და მათი გადანაცვლება ვერასდროს მოხდება. როგორც არ უნდა გაიშალონ, მერე შეიკრან და იბოდიალონ ასე, ვერაფერს მოახერხებენ, რადგან ქართველი ხალხი მოვლენებს სწორად აფასებს", - აღნიშნა მდინარაძემ.

ნიკა მელიამ და ნიკა გვარამიამ გაერთიანების შესახებ 11 მარტს ოფიციალურად განაცხადეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×