რეზონანსი
12.03.2024

ვეტინგის მსგავსი რეფორმების გატარებით ქვეყნებმა უკან დაიხიეს სასამართლოსთან დაკავშირებულ ყველა მსოფლიო რეიტინგში, ჩვენ არ ვაპირებთ მივბაძოთ ამ ქვეყნებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„საქართველოში გადაწყვეტილებები მიიღება ქართველების მიერ. ეს არის პრინციპი, რომელიც არ გადაიხედება. ნებისმიერი ვეტინგი, მითუმეტეს, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ სადაც ეს პრინციპი დანერგეს, ის ადამიანები სასამართლოსთან დაკავშირებულ ყველა რეიტინგში არიან რამდენიმე ათეული ქულით უკან, მსოფლიო რეიტინგებში, ბუნებრივია, ჩვენ მიბაძვას არ ვაპირებთ იმ ქვეყნების, რომლებმაც უკან დაიხიეს ასეთი რეფორმების კეთებით. შესაბამისად, თუკი ამას ემატება ის ეროვნული ამოცანა, რომ არასდროს უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა გადაწყვეტილებები საქართველოსთან დაკავშირებით არ მიიღონ და ასეთი გადაწყვეტილება ყოველთვის მიიღოს საქართველოს მოქალაქემ, მაშინ გასაგებია რატომ არ ვეთანხმებით ვეტინგს", - აღნიშნა მდინარაძემ.

საქართველოს უზენაესი სასამართლო ე.წ. ,,ვეტინგის" სისტემის დანერგვის ინიციატივაზე განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ე.წ. ,,ვეტინგი" არ მიეკუთვნება საერთაშორისო სტანდარტს, უხეშად ლახავს სახელმწიფოს სუვერენიტეტს, ითვალისწინებს რა სახელმწიფო ხელისუფლების ერთ-ერთი შტოს - სასამართლოს დაკომპლექტების მექანიზმების გარე აქტორების ხელში გადატანას.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×