რეზონანსი
17.03.2024

სანამ ეს შესაძლებელი იყო, ვაგრძელებდი მასთან [პუტინთან] საუბარს, მაგრამ მასობრივი ომის დანაშაულის სცენების შემდეგ, ბუჩას შემდეგ, ომი სხვა ფაზაში გადავიდა - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა უკრაინელ ჟურნალისტთან, ნატალია მოსეიჩუკთან ინტერვიუში. 

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ აღფრთოვანებულია უკრაინელი ხალხით, თუმცა ახლა ფრონტზე ორივე მხრიდან დიდი დანაკარგია. ამავდროულად, მაკრონის თქმით, რუსეთმა შეძლო ომის ორგანიზება, მაშინ როცა 2024 წელს საერთაშორისო ასპარეზზე დიდი გაურკვევლობაა.

"ამიტომ ჩვენ უნდა განვსაზღვროთ არა მხოლოდ როგორ მივაღწიოთ მშვიდობას, არამედ როგორი იქნება ეს ნამდვილი მშვიდობა. მშვიდობა, რომელიც უზრუნველყოფს თქვენი და ევროპის უსაფრთხოებას. ამიტომ გვჭირდება ეს ახალი იმპულსი ევროპის ქვეყნების დონეზე. დახმარების დასაჩქარებლად, სხვაგვარად მუშაობა. თუ მტერი ამბობს: „ჩვენ არ გვაქვს საზღვრები“, მაშინ რატომ უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ გვაქვს ეს საზღვრები? ჩვენ გვაქვს მიზანი - რუსეთი არ და ვერ მოიგებს ამ ომს... ევროპაში მშვიდობა არ იქნება, თუ უკრაინას მოუწევს კაპიტულაცია“, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×